თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკოლოზ მეტრეველი რაზმაძეზე: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან ნინო ფოჩხუა თორნიკე რაზმაძეზე: ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის მრევლს აჩვენებს თითქოს რუსების გინებისთვის სჯის ხელისუფლება, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამას დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა ცოტნე ანანიძე: გვარამია დარწმუნდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამიტომ ოპოზიციაში, პოზიციების დასაკავებლად , ცეცხლი გაუხსნა ,,თავის სააკაშვილს” და ზოგადად, ოპოზიციასაც
პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა

ლევან კოჭლოშვილი: კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი…

„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციისა და კონკრეტული პირების მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ისტორიული ფიგურების საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მანიპულაციაა.

კოჭლოშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც ადრე ერეკლე მეფის ძეგლის დადგმას აკრიტიკებდნენ, დღეს მისი სახელით მორალს უკითხავენ ადამიანებს.

„კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ!
გუშინ ერეკლე მეფის ძეგლის დადგმას აკრიტიკებდნენ, დღეს კი მისი სახელით მორალს გვიკითხავენ.
საოცარი პოლიტიკური მეხსიერება აქვთ – რაც გუშინ მიუღებელი იყო, დღეს საჭირო პოლიტიკურ გზავნილად იქცა.
მე ბერძენიშვილსა და მის „და-ძმებს“ პასუხი არაერთხელ გავეცი პირდაპირ ეთერებში. პასუხად კი ჩემი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფისა და წყევლის მოსმენაც მომიწია. ამიტომ ახლა ჩემთვის გრძნობებსა და მორალზე ლექციების კითხვას ნუ დაიწყებენ.
განსაკუთრებით სასაცილოა, როცა „კასტილიას“ ეძახის სხვას ადამიანი, რომლის პოლიტიკური გარემოცვის სახეც სწორედ იმავე სტილის პოლიტიკაა.
და ახლა ყველაზე მთავარი:
ერეკლე მეფე პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტი არ არის.
თუ ვინმეს დღეს მართლა შეუყვარდა ერეკლე მეფე, ამის დამტკიცება ძალიან მარტივად შეუძლია – დაიწყოს იმ ადამიანების დაგმობით, რომლებიც წლების განმავლობაში ერეკლე მეფის სახელისა და მემკვიდრეობის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენდნენ.
რაც შეეხება ლევან ჯობავა ბერძენიშვილისას – ერეკლე მეფისადმი სიყვარულის დამტკიცება შენი გარემოცვის დაგმობით შეგეძლო დაგეწყო.
მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ ასეთი დავალება არ გქონდა.
და ბოლოს, პირდაპირ გეტყვით:
როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, პოლიტიკური მეძავობა და მანიპულაციაა.
ერეკლე მეფე ყველას ეკუთვნის, ვისაც საქართველოს ისტორია უყვარს – მაგრამ არავის ეკუთვნის მისი სახელით პოლიტიკური მანიპულაციის უფლება.“- წერს ლევან კოჭლოშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნიკოლოზ მეტრეველი რაზმაძეზე: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა… პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი რაზმაძეზე: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან

51 წთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა თორნიკე რაზმაძეზე: ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა თორნიკე რაზმაძეზე: ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის მრევლს აჩვენებს თითქოს რუსების გინებისთვის სჯის ხელისუფლება, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამას

53 წთ წინ1 წთ
დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას თორნიკე რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს

1 სთ წინ3 წთ