ლევან კოჭლოშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე: ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა

„ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს საკითხის მოსმენის გადადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალური საფუძველი არ არსებობს, თუმცა რადიკალური ძალები მაინც აგრძელებენ სცენარით თამაშს. ესტონეთში დარეგისტრირებულმა ქართულმა NGO-მ OSCE-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების მოთხოვნით მიმართეს.
ეს არის რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა – ანტისახელმწიფოებრივი, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელება, ხმაურიანი კამპანია ნულოვანი შედეგით, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა.“- წერს ლევან კოჭლოშვილი.

უახლესი

მსგავსი სტატიები