— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როდესაც ქვეყანა ევრო-ბიუროკრატიული გავლენების ქვეშ ექცევა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, საბოლოო შედეგი ყოველთვის მძიმეა, საქართველოს ხელისუფლებას რომ არ შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი და ბრმად გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, ჩვენც იმავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით

ლევან კოჭლოშვილი უკრაინაზე: როდესაც ქვეყანა ევრო-ბიუროკრატიული გავლენების ქვეშ ექცევა და პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს…

“ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი, უკრაინის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიელ გეტმანეცის, განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: “თუ საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო შეთანხმებები შეფერხდება, ქვეყანა შეიძლება დარჩეს კრიტიკული დაფინანსების გარეშე, რაც პირდაპირ აისახება სოციალურ დახმარებებსა და გადახდებზე”.

კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ გეტმანეცის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოცემულობას, რომ როდესაც სახელმწიფო სუვერენიტეტს კარგავს და ევრო- ბიუროკრატების გავლენის ქვეშ ექცევა მისთვის შედეგები მძიმეა.

მისივე თქმით, უკრაინის მაგალითზე კიდევ უფრო ნათელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების სისწორე, რომ “სუვერენიტეტი და მშვიდობა არ იყო ემოციური არჩევანი –
ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის დასაცავად”.

“უკრაინის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიელ გეტმანეცის, განცხადება ნათლად ასახავს სერიოზულ რისკს:
თუ საერთაშორისო პარტნიორებთან საჭირო შეთანხმებები შეფერხდება, ქვეყანა შეიძლება დარჩეს კრიტიკული დაფინანსების გარეშე, რაც პირდაპირ აისახება სოციალურ დახმარებებსა და გადახდებზე.
ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ერთ უხერხულ რეალობას:
როდესაც ქვეყანა ევრო-ბიუროკრატიული გავლენების ქვეშ ექცევა და საკუთარ პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლს კარგავს, საბოლოო შედეგი ყოველთვის მძიმეა.
უკრაინის მაგალითი თვალწინ გვაქვს –
დიდი დაპირებები, ხმამაღალი მხარდაჭერა და ბოლოს:
ფინანსური გაურკვევლობა, რისკი სოციალურ გადახდებზე და ქვეყანა, რომელიც მუდმივად დამოკიდებული გახდა გარე გადაწყვეტილებებზე, გავცობადი ოკუპაციის პირობებში.
ამ კონტექსტში ცხადია:
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რომ არ შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსი და ბრმად გაჰყოლოდა გარედან ნაკარნახებ პოლიტიკას,
ჩვენც ზუსტად იმავე საფრთხის წინაშე დავდგებოდით.
სუვერენიტეტი და მშვიდობა არ იყო ემოციური არჩევანი –
ეს იყო პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის დასაცავად,”- წერს კოჭლოშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

11 წთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

25 წთ წინ5 წთ
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

26 წთ წინ4 წთ