თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“, თითოეული წარმომადგენელი – არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება

ლევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“, თითოეული…

„ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი.
არანაირი სუვერენიტეტი,
არანაირი დამოუკიდებლობა,
არანაირი საკუთარი დღის წესრიგი.
მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება,
მხოლოდ გარე დავალებების შესრულება,
მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება.
ქართველი ხალხი, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, იმასაც გვიფასებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას სწორედ საქართველოში ვიღებთ; რომ თითოეული ნაბიჯით უფრო დამოუკიდებლები და უფრო სუვერენულები ვხდებით; რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ — სხვა დანარჩენისას; რომ ვიცავთ ყველაფერს, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს; და რომ ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან დღის წესრიგს ჩვენვე ვაყალიბებთ.“ – წერს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, გრიგოლ გეგელიამ დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოზიცია გააჟღერა : „ ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.“