თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში გიორგი გამსახურდია: სულმნათი ბადრი პატარკაციშვილის სახელი მომესმა მედიასივრცეში, ირაკლი რუხაძე ახსენებდა და ეგრევე გამახსენდა ავადმყოფი “ნაცები” როგორ ერთხმად ამაყობდნენ, ბადრი ჩვენ მოვკალითო – ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რა იწვევს უკმაყოფილებას იმ ძალების მხრიდან, რომლებიც აკონტროლობენ ბრიუსელს? – ეს არის ის ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, შეცდომებიც არის, მაგრამ ჩვენ მივყვებით ქართულ ხაზს

ლევან მაჭავარიანი: რა იწვევს უკმაყოფილებას იმ ძალების მხრიდან, რომლებიც აკონტროლობენ ბრიუსელს? – ეს არის ის ეროვნული…

მინდა გამოვეხმაურო კირ სტარმერის გადადგომის საკითხს, რომელიც კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ აკონტროლებენ არაფორმალური ოლიგარქიული ძალები, იგივე “გლობალური ომის პარტია“, იგივე პირობითად “დიფ სთეითი”, როგორც ამას აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია უწოდებს, ევროპის წამყვანი ქვეყნების დღევანდელ მმართველ კლასს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, სწორედ კირ სტარმერის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს უკავშირდება საქართველოს ორი დამოუკიდებელი კომპანიის, „იმედისა“ და „პოს ტვ“-ისთვის სანქციების დაწესება და „ბიბისის“ რეპორტაჟი, პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივითიერებით აქციის მონაწილეების დაშლის თაობაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების არაერთი ლიდერი, სტარმერის მსგავსად, საკუთარ საზოგადოებაში დაბალი რეიტინგით სარგებლობს, რადგან ისინი საკუთარ ხალხზე არ ზრუნავენ.
„ბატონი სტარმერი იყო დაქირავებული ამ ადამიანების და ჯგუფების მიერ, გააკეთებინეს ძალიან ბევრი ბინძური საქმე და შემდეგ, როდესაც უკვე აღარ დასჭირდათ, მოსთხოვეს გადადგომა. იგი არ სარგებლობდა ბრიტანელი ხალხის მანდატით და ნდობით, რაზეც ყველაზე კარგად მეტყველებდა მისი რეიტინგი, რომელიც 15%-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული და სამწუხაროდ, ასეთივე რეიტინგით სარგებლობს დღეს ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ბევრი ლიდერი. ბატონი სტრამერის პირობებში, შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც უსამართლო აღარ ჰქვია, უკიდურესად სასაცილო გადაწყვეტილებები – როდესაც, დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, „იმედი” და „პოს ტვ” დაასანქცირა ბრიტანეთის მთავრობამ და ამის მიზეზად მოიყვანეს ის, რომ თითქოს, ამ ტელევიზიების მეშვეობით ხდება უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა. ასევე, ის სასაცილო ნარატივი და რეპორტაჟი, რომელსაც პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, რომ თითქოს, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოვიყენეთ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივთიერება ჩვენი მოქალაქეების დასაშლელად და ფიზიკურად მოწამლული ადამიანიც არ არსებობს. ეს გააკეთა დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტარმერის მთავრობასთან იყო ეს ყველაფერი შეთანხმებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად, ევროპის წამყვანი ქვეყნების დღევანდელი ლიდერები არ ზრუნავენ საკუთარი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე, არ ზრუნავენ საკუთარი ხალხის პრობლემებზე. ძირითადი უკმაყოფილება მათი ხალხის გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ასეთ პოლიტიკას ატარებენ ეს ლიდერები: უკონტროლო მიგრაცია, რომელიც სულ პრობლემაა ევროპის წამყვანი ქვეყნებისთვის, ულტრამემარცხენე ფაშისტური იდეოლოგია, ლგბტ პროპაგანდა, რომელიც თავს მოახვიეს ევროპელ ხალხს – ესეც, რა თქმა უნდა, თავის მხრივ ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს და სწორედ ამის გამოძახილია ის რეკორდულად დაბალი რეიტინგები, რომელიც, როგორც აღვნიშნე ევროპელ ლიდერებს აქვთ,“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რაც შეეხება საქართველოს, მისივე თქმით, ბრიუსელის მხრიდან უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ „ქართული ოცნება“ ეროვნულ პოლიტიკას ატარებს და ბიძინა ივანიშვილსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე ზეწოლის მიუხედავად, მათ არ დაუშვეს საქართველოს უკრაინის მდგომარეობაში ჩაგდება.
„საქართველოსთან მიმართებით, რა იწვევს უკმაყოფილებას ამ ქვეყნების მხრიდან, ბრიუსელის მხრიდან და პირველ რიგში, იმ ძალების მხრიდან, რომლებიც აკონტროლებენ ბრიუსელს? – ეს არის ის ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება საქართველოში ატარებს. კი, რა თქმა უნდა, შეცდომებიც არის, რაღაცები შეიძლება უკეთესადაც გაკეთდეს, თუმცა, ჩვენ პრობლემებს არასდროს გავურბივართ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მივყვებით ქართულ ხაზს. ჩვენ ვართ ეროვნული ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, და მიუხედავად ამ ძალებისა, რაც მე აღვნიშნე – უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე – ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან ვერ დაგვახევინეს და ჩვენ არ მივეცით არავის უფლება, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, ისევე, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა. ჩვენი ხალხის გვერდში დგომით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გზას გავაგრძელებთ – -ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში,“ – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

12 სთ წინ2 წთ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა – BBC

13 სთ წინ1 წთ
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში… პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

13 სთ წინ1 წთ