— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი:  როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის  და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია თავიდან ბოლომდე ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული,  ხელისგულზე დადებული მტკიცებულებაა, თუ როგორ უსამართლოდ გვექცევიან

ლევან მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ…

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ნათელი მაგალითია, თუ როგორი უსამართლოა ეუთო როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“  ხელისუფლებაში  ყოფნის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის  არ აუმუშავეს „მოსკოვის მექანიზმი“  და ამ ყველაფერს აკეთებენ  „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, როდესაც  გუნდის ფილოსოფია სრულად თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული.

„მე მგონია, რომ აქ აღშფოთებულები თქვენც  უნდა იყოთ  როგორი უსამართლობა არის ვიღაც ვიღაცების მხრიდან, როდესაც რუსეთს აუმუშავებ ამ მექანიზმს და  ბელორუსს და მეტი ქვეყანა არ არის და საქართველოს აუმუშავებ ეს ყველაზე უფრო ხელისგულზე დადებული მტკიცებულებაა თუ როგორ უსამართლოდ გვექცევიან, მე არ მიყვარს ხოლმე „ნაცებზე“ ლაპარაკი, წავიდა ის დრო, მაგრამ რაღაცას რომ უნდა შეედარო გვიწევს,  რომ ნაცებს შევედაროთ წინა ხელისუფლება ეგ იყო. როდესაც იმ საზიზღრებს და ვიგინდარებს არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“, სისტემური წამება-გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა,  ოჯახის საძინებელში თვალთვალი, განსხვავებულია აზრისთვის ადამიანის ჩაგვრა და „ქართულ ოცნებას“ რომ აუმუშავებ ვის პირობებში, ჩვენი ფილოსოფია თავიდან ბოლომდე ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზე არის დაფუძნებული, მე მგონი ყველაზე  ნათელი მაგალითია, თუ როგორი უსამართლობა არის და თქვენც უნდა  მიიღოთ მონაწილეობა, იმაში და ჩვენი საზოგადოება მაგას დაგიფასებთ , რომ პირიქით პრეტენზიები იქითა მხარეს გქონდეთ,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

7 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

10 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

10 სთ წინ3 წთ