— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი – საია-მ მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა, მათ დამალეს, რომ ხელოვნურად თითქოს სამი საჩივარი იყო შესული,  ყველა ყველაფერს კარგად ხვდება

ლევან მაჭავარიანი – საია-მ მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა, მათ დამალეს, რომ ხელოვნურად თითქოს სამი საჩივარი იყო შესული…

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საქმე არსებით განხილვაში რომ სტრასბურგის სასამართლოში გადავა, ძალიან კარგია, კიდევ ერთხელ დადასტურდება არსებული სპექტაკლი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული გარემოებები ტყუილსა და სიყალბეზეა აგებული.

„საია-მ მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა. მათ, ერთი მხრივ, დამალეს, რომ ხელოვნურად თითქოს სამი საჩივარი იყო შესული. დროებითი ღონისძიება, რომელიც მოითხოვეს სტრასბურგის სასამართლოდან, რომ გაეუქმებინა არჩევნების შედეგები, თავადვე იცოდნენ, რომ განწირული იყო მარცხისთვის. ეს ყველაფერი არც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ განხილვაში. სირცხვილი რომ თავიდან აერიდებინათ, იტყოდნენ, ეს ჩვენი საჩივარი არ არის, ეს ვინმე ალავიძის საჩივარია. ყველა ყველაფერს კარგად ხვდება.

რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ და საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საქმე არსებით განხილვაში რომ სტრასბურგის სასამართლოში გადავა, ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ დადასტურდება მათი სპექტაკლი. თუმცა აქაც კითხვის ნიშნები ჩნდება შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით, ისინი დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ სამხილები ჰქონდათ. 400 000 ხმა რომ გაყალბდა, პირადობა ჩამოერთვა ასი ათას მოქალაქეს, რატომ არ არის სარჩელი შესული ამ გაყალბებასთან?  ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტყუილზე და სიყალბეზე იყო აგებული და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდა, მათივე მხარდამჭერებიც კარგად მიხვდნენ ამ ყველაფერს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩევნების შედეგების გაუქმება არ არის.

ამასთან, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, საჩივრებიდან დგინდება, რომ მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მისივე თქმით, ევროპული სასამართლო რასაც გადაწყვეტს საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებასა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

2 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

6 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

6 სთ წინ2 წთ