— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია არის რადიკალების მოქმედების ინსტრუქცია, რომ უნდა ებრძოლონ იმას, რაც და ვინც ძვირფასია ჩვენი საზოგადოებისთვის თუ სახელმწიფოსთვის- ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია არის რადიკალების მოქმედების ინსტრუქცია, რომ უნდა ებრძოლონ იმას, რაც და ვინც…

ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.

მისივე თქმით, რეზოლუციებში წერია, თუ რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ გაბრძოლება, ავტორიტეტის შელახვა წარმოადგენს სამოქმედო გეგმას რადიკალებისთვის.

„საზოგადოება რომ არ დავაბნიოთ ძალიან ბევრი დეტალით, სინამდვილეში ევროპარლამენტის რეზოლუცია არის იმის ასახვა, იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვამბობდით, ვუხსნიდით საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში – თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ რეზოლუციას დეტალურად, ეს არის რადიკალების სამოქმედო გეგმა. პირდაპირ მოქმედების ინსტრუქციაა, თუ რას უნდა ებრძოლონ. რას უნდა ებრძოლონ? – ამ დოკუმენტში წერია ყველაფერი, რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის თუ სახელმწიფოსთვის. ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა, ყველა ის მიღწევა, რომელიც ქვეყანამ მიაღწია. სწორედ ეს საკითხებია, რასთან გაბრძოლებაც და თუ პირებზეა საუბარი, რომელთა ავტორიტეტის შებღალვაზეა საუბარი.

ჩვენ თუ აქამდე საუბრობდით, თუ რა შეიძლება იყოს მათი სამოქმედო გეგმა, რაზე ფიქრობენ, რა არის მათი მიზნები და გეგმები, აგერ, ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ. რატომ? იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, დაყონ, დაქსაქსონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება. დაყოფილი საზოგადოების მართვა მარტივია. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ომის დღის წესრიგით ნაკარნახევი და ატეხილი ხმაური“, – განაცხადა მახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

10 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

10 სთ წინ3 წთ