— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, სამხედრო დრონი, რომელიც მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო

ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, სამხედრო დრონი, რომელიც მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო

სამხედრო დრონი, რომელიც ლიეტუვაში ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო. ის თავდაპირველად რუსეთის მიმართულებით იყო გაშვებული, თუმცა შემდეგ კურსი დაკარგა, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ.

„დრონი, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე გადაკვეთა და ვარენას რაიონში შევიდა, უკრაინული იყო და ის დაკავშირებულია იმ ოპერაციასთან, რომელსაც უკრაინელები იმ ღამეს რუსეთის წინააღმდეგ ატარებდნენ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ბალტიისპირეთის ქვეყნის არმიამ განაცხადა, რომ დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა და ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, გაყინულ ტბაში ჩამოვარდა.

„ეს არ არის ადგილობრივი ინციდენტი, ეს უფრო ფართო უსაფრთხოების სურათის ნაწილია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დამატებით რისკებს ქმნის მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა რუგინიენემ პრესკონფერენციაზე.