თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია

„ბევრისთვის ეს შესაძლოა მხოლოდ ეკონომიკური ტერმინი იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის პირდაპირი და ძალიან მკაფიო განაცხადი: სახელმწიფო თავის უმთავრეს, ისტორიულ და სტრატეგიულ აქტივს არავის უთმობს.
რატომ არის ეს გადაწყვეტილება საუკეთესო და რატომ პასუხობს ის პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს? ამიტომ:
ეროვნული საკუთრების ხელშეუხებლობა:„ლენდლორდის“ მოდელის მთავარი პრინციპი ისაა, რომ პორტის ტერიტორია, მიწა და ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა 100%-ით რჩება სახელმწიფოს, ანუ ქართველი ხალხის საკუთრებაში.
ასეთი მასშტაბის პორტი არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებაა. ამ მოდელით სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ, სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელია.
მიუხედავად იმისა, რომ პორტის მესაკუთრე სახელმწიფოა, უშუალოდ ოპერირებაში, ტვირთების მართვასა და ტერმინალების აღჭურვაში შემოვა კერძო კაპიტალი და საერთაშორისო გამოცდილება. ანუ, ჩვენ ვიღებთ კერძო სექტორის მაქსიმალურ ეფექტურობას ისე, რომ არ ვკარგავთ მთავარი მეპატრონის სტატუსს.
წლების განმავლობაში ვისმენდით უსაგნო სპეკულაციებს, თითქოს ანაკლიის პროექტი არ აშენდებოდა ან ვინმე უცხოელ მოთამაშეს ჩვენი ქვეყნის მთავარ არტერიაზე სრული მონოპოლია უნდა დაემყარებინა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ მანიპულაციებს წერტილი დაუსვა.
ანაკლიის პორტი აშენდება! და ის აშენდება ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება, ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ეროვნული სუვერენიტეტის სრული დაცვითა და მომავალ თაობებზე ზრუნვით.
ძლიერი, დამოუკიდებელი და გეოპოლიტიკურად წონადი სახელმწიფო ზუსტად ასეთი ჭკვიანური, ეროვნული და პრაგმატული ნაბიჯებით შენდება!“- წერს გეგეჭკორი.