— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზე: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ – ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ

წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.

გეგეჭკორის განცხადებით, დასავლურ ქვეყნებში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, საქართველოში კი 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს აღნიშნული დანაშაულისთვის. მისივე თქმით, სწორედ ეს არის დღევანდელი ოპოზიციის ნამდვილი სახე, რამდენადაც მათ შეუძლიათ ტერორისტიც კი გმირად გამოაცხადონ, ოღონდ როგორმე სახელმწიფო დააზიანონ.

“წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ.
ალეკო ელისაშვილი მიდის, გამიზნულად ყიდულობს ბენზინს, როგორც უკანასკნელი ნაძირალა შუაღამისას მალულად იპარება სასამართლოს შენობაში და ცდილობს მის გადაწვას. ეს არ არის უბრალო ვანდალიზმი ან პროტესტი, ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, პირდაპირი ტერორისტული აქტი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუციაზე!
მაგრამ ყველაზე შემზარავი ამ ისტორიაში სხვა რამეა, რასაც ეს პოლიტიკოსებად თუ უფლებადამცველად მოკატუნებული ხალხი შეგნებულად თავს არიდებს: ამ შენობაში იმ წუთებში იმყოფებოდნენ ცოცხალი ადამიანები, დაცვის თანამშრომლები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ოჯახში ლუკმა-პური მიჰქონდათ. ერთი იქნებ ამ ხალხის ოჯახსაც ჰკითხოთ განსაკუთრებით გულაჩუყებულებმა, რას ფიქრობენ როცა ნახეს რა საშინელებას გადარჩნენ მათი ოჯახის წევრები! ელისაშვილმა არა მხოლოდ ცეცხლის წაკიდება სცადა შენობისთვის, არამედ პირდაპირ, ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის პოლიციელს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. კაცი ფაქტობრივად შეიჭრა ადამიანების ცოცხლად გამოსაწვავად. გუშინ თითონ თქვა არ გამომივიდა რაც მქონდა ჩაფიქრებულიო, ვინმეს გაქვთ გარანტია „გულჩვილებისგან,“ რა ტრაგედია შეიძლებოდა დამდგარიყო რომ გამოსვლოდა ჩაფიქრებული?!
და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სასამართლომ სრულიად კანონზომიერად და ადექვატურად 13 წელი მიუსაჯა, გამოცვივდნენ ჩვენი ფსევდოდემოკრატები, მორალისტები და დაიწყეს თმების გლეჯა, ეს რა უქნეს, როგორ გაიმეტეს პოლიტიკური ნიშნითო.
ვის ატყუებთ, თქვე უტიფრებო? ერთი წამით წარმოიდგინეთ, ზუსტად იგივე ქმედება ვინმეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაედინა. შუაღამეს, ბენზინით ხელში რომ შევარდნილიყო ფედერალურ სასამართლოში, ბენზინის დასხმა დაეწყო და პოლიციელისთვის ეცემა. ხომ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ სასამართლომდე საერთოდ ვერ მიაღწევდა?! დაცვა იქვე, ადგილზე დაცხრილავდა და ეს ოფიციალურად ჩაითვლებოდა ტერორისტის ლიკვიდაციად.
დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან კი 13 წელი მიუსაჯეს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ. ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ, თუმცა ამის უფლებას არავინ არ მოგცემთ!”-წერს ლიზა გეგეჭკორი.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

2 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

2 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

3 სთ წინ5 წთ