თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ გეტყვი, ეგ საიდუმლოაო; პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში, ცალკე გვირაბია გათხრილი, ოქროს გასაღები ადევს და დევი იცავს ცხრაკლიტულს ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი
პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები – მისასალმებელი ტენდენციაა, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ

ლიზა გეგეჭკორი: წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად…

ნამდვილად მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა ის, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და საჯარო სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფისა და წყევლა-კრულვის გამო კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, წლების განმავლობაში, რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას ცდილობდნენ, ახლა კი, საკუთარი მოსაზრება ყველამ ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს, ვინაიდან, თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს.

“წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას. ეს არ იყო უბრალოდ განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების, ფსიქოლოგიური ტერორისა და მორალური ლინჩის მიზანმიმართული მცდელობები. იქმნებოდა ისეთი აუტანელი ფონი, რომ ხშირად იძულებული ხდებოდი, ამ ორგანიზებულ აგრესიაზე საპასუხო რეაქცია გქონოდა, რასაც საბოლოოდ გაუთავებელ ვირტუალურ ომებამდე მივყავდით.
თუ ვინმეს პოლიტიკური მარცხი, პირადი ბოღმა ან შინაგანი აგრესია ახრჩობს და საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს, ციფრული ტერორის მოწყობის ნაცვლად, შეუძლია შესაბამის დაწესებულებებს და ფსიქოლოგებს მიმართოს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სირცხვილი არ არის.
წესი კი ყველასთვის ერთი და ძალიან მარტივია: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საკუთარი მოსაზრება ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს. თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს.
ხოლო თუ ვინმეს მაინც ძალიან ეხალისება ბოღმის ნთხევა და საკუთარი არაადეკვატურობის საჯაროდ დემონსტრირება, კი ბატონო, გააგრძელონ და იხადონ სოლიდური ჯარიმები. იქამდე არაფერი გეტკინოთ, ჩვენ მაგაზე ნამდვილად არ ვიდარდებთ, სახელმწიფო ბიუჯეტსაც წაადგება და სოციალური ქსელიც გაიწმინდება!” – წერს გეგეჭკორი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ… პოლიტიკა

ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის აუდიოჩანაწერზე: მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია – საიდუმლო დოკუმენტი სად ინახება? ვერ გეტყვი, ეგ საიდუმლოაო; პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში, ცალკე გვირაბია გათხრილი, ოქროს გასაღები ადევს და დევი იცავს ცხრაკლიტულს

1 სთ წინ2 წთ
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

7 სთ წინ1 წთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

18 სთ წინ2 წთ