— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
მსოფლიო

მაკა ბოჭორიშვილი: საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომელიც საკმაოდ შინაარსიანი იყო და მოკლე დროშიც შევძელით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც დღეს საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში დგას

მაკა ბოჭორიშვილი: საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომელიც საკმაოდ შინაარსიანი იყო და მოკლე დროშიც…

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ბოლო დღეებში აშშ-ის წარმომადგენლებთან   ოფიციალურ შეხვედრებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ სპეკულაციებზე  ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,  საკმაოდ შინაარსიანი საუბარი შედგა, როგორც ჯეი დი ვენსთან, ისე მარკო რუბიოსთან და განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საქართველოს და აშშ-ის დღის წესრიგში დგას.

„ორივე დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კომუნიკაცია გვქონოდა აშშ-ის წარმომადგენლებთან. პირველ დღეს უფრო მეტად  კომუნიკაცია შედგა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან,  ჯეი დი ვენსთან, ხოლო მეორე დღეს უფრო მეტად საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომელიც იყო საკმაოდ შინაარსიანი და იმ მოკლე დროშიც ჩვენ შევძელით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც დღეს დგას საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.