— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

მაკრონი ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას რუსეთთან ერთად სთავაზობს

მაკრონი ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას რუსეთთან ერთად სთავაზობს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთთან ერთად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობის ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან ერთად ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა. ხვალინდელი კეთილდღეობა ევროპელებს ეხება. თუ ურჩევნიათ, ნება დართონ ამერიკელ ელჩებსა და ემისრებს, მათ ნაცვლად აწარმოონ მოლაპარაკებები ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თარიღზე? ეს რეალიზმი და თავმოყვარეობაა. ნუ შეგვეშინდება ვიყოთ ის, ვინც ვართ. ეს ევროპული ინტერესია. სწორედ ამიტომ მსურს, რომ ევროპა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფი მშვიდობის მისაღწევად, უკრაინის ინტერესების მაქსიმალური დაცვით, რადგან ჩვენ გვაქვს ევროპული ინტერესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. მე მათ სხვას არავის გადავაბარებ, მათ შორის არც აშშ-ს“, – განაცხადა მაკრონმა გამოცემა El Pais-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გამოცემის ჟურნალისტმა საფრანგეთის ლიდერს შეახსენა, რომ გასულ კვირას მისი დიპლომატიური მრჩეველი მოსკოვში იმყოფებოდა საფრანგეთსა და რუსეთს შორის დიალოგის განახლების შესაძლებლობების გამოსაკვლევად. ჟურნალისტს დააინტერესა, თუ რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი.

„ჩვენ ის [დიალოგი] 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკეების შემდეგ შევწყვიტეთ. შუაგულ ომში დიალოგის განახლებას აზრი არ ჰქონდა. ახლა კი, ორივე მხარის დანაკარგებისა და გამოფიტვის დონე ლეგიტიმურს ხდის კითხვას მისი [ომის] დასრულების შესაძლებლობის შესახებ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელმა ემისრებმა მოლაპარაკებები განაახლეს. ჩემი მსჯელობა ძალიან მარტივია: გვსურს თუ არა ამ დისკუსიის სხვებისთვის გადაბარება? ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება. მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ხვალაც იქ იქნება. ის ჩვენს კართან არის. მნიშვნელოვანია მათთან ევროპული დებატების განახლების სტრუქტურირება – გულუბრყვილობის გარეშე, უკრაინელებზე ზეწოლის გარეშე და ამ დებატებში მესამე მხარეზე დამოკიდებულების გარეშე“, – თქვა მაკრონმა.

მისი განცხადებით, საფრანგეთმა რუსეთთან უკვე აღადგინა დიალოგის არხები ტექნიკურ დონეზე. როგორც მაკრონი აცხადებს, დადასტურებულია, რომ რუსეთს ამჟამად მშვიდობა არ სურს. “რაც მთავარია, ჩვენ აღვადგინეთ დიალოგის ეს არხები ტექნიკურ დონეზე. ჩემი სურვილია, ეს ჩემს ევროპელ პარტნიორებს გავუზიარო და გვქონდეს კარგად ორგანიზებული მიდგომა“, – დასძინა მაკრონმა.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

7 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

10 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

11 სთ წინ2 წთ