თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში 45 პირი თავისუფალია, 72 კი პატიმრობაში რჩება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან: ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი,გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია,ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური, ირაკლი ღარიბაშვილი ზაალ ანჯაფარიძე: ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის – ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და იმედია გულწრფელად ებრძოდა ირაკლი ლატარია: მთელი მისი მოღვაწეობა იდგა ტყუილზე და სხვისკენ თითის გაშვერაზე, ახლაც იგივეს აგრძელებს – უკეთესობისკენ შეცვლილი ღარიბაშვილის ნაცვლად, რეალურად მივიღეთ „ქართულ ოცნებაზე“ და მის ერთგულ მხარდამჭერებზე გაბოროტებული, დაბოღმილი, ასმაგად დახამებული და ყველაფერზე წამსვლელი პრემიერი ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: კარგია ეს დრამატიზირება და ფონის შექმნა, მაგრამ შეგახსენებთ, იმ კომიტეტზე, რომელიც ასე დრამატულად დახატეთ, ოპოზიციას არც კითხვა დაგისვამთ, არც კომენტარი გაგიკეთებიათ. შესაბამისად, ახლა, რაიმეს მტკიცება უხერხულია

ქალბატონო ტატა, კარგია ეს დრამატიზირება და ფონის შექმნა, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ იმ კომიტეტზე, რომელიც ასე დრამატულად დახატეთ, თქვენ, ოპოზიციას არც კითხვა დაგისვამთ, არც კომენტარი გაგიკეთებიათ და არც რაიმე რეაგირება მოჰყოლია. შესაბამისად, ახლა, რაიმეს მტკიცება ცოტა უხერხულია- ასე მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილები განიხილებოდა.

მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ წინა კომისიაზე გაჟღერებული პოზიცია არ შეცვლილა და მათ კვლავ მიაჩნიათ, რომ 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანა არ არის მიზანშეწონილი.

რაც შეეხება გამონაკლის წესს, ლაშხის თქმით, მისი დაშვება მოხდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კანონში ცვლილება იმ დროს შევიდა, როდესაც ბევრ მშობელს ბავშვი უკვე ჰყავდა შეყვანილი „ფრესქულში“ თუ ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში.

„რაც შეეხება კომიტეტზე გაჟღერებულ იმ პათოსს, რაც გვქონდა, დღესაც განვმეორდები და დღესაც იმ კვლევის მიგნებებს გავაჟღერებ. 5 წლის ასაკში ბავშვის შეყვანა არ არის მიზნობრივი მისი ფსიქო ემოციიდან გამომდინარე და ყველა ის შეფასება, რაც ჰქონდა წარმოდგენილი კვლევას ახლაც მთლიანად იზიარებს კომიტეტი. ერთადერთი რაც იყო აქ საკითხი და რაზეც გვქონდა ჩვენ კონსულტაციები იყო ის, რომ როდესაც კონცეფცია დაანონსდა იყო შემოდგომა, თებერვალში ჩვენ უკვე კანონი მივიღეთ, ერთადერთი საკითხი იყო ის, რომ გონივრული ვადა არ იყო და მშობლებს უკვე შეყვანილი ჰყავდათ როგორც „ფრესქულში“, ასევე ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში. შესაბამისად, ის პათოსი არ შეცვლილა, დღესაც მიგვაჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი არ არის, როდესაც 5 წლის ასაკში შეგყავს. კვლევებს თუ კარგად გაეცანით, იქ იყო იმ გამოწვევებზე საუბარი, რაც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა. ის კონსულტაციები, რაც გვქონდა პეტიციის ავტორებთან, მშობლებთან, მათ შორის, ომბუდსმენთანაც ამ ყველაფრიდან გამომდინარე მხოლოდ იმიტომ, რომ შემოდგომას იყო დაანონსებული ეს, მხოლოდ ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება გარდამავალში დაგვეშვა საგამონაკლისო წესი. კიდევ ერთხელ ვიტყვი და რეკომენდაციას ვაძლევ ყველა იმ მშობელს, რომ გამოვიდნენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით და მიუხედავად ამ საგამონაკლისო წესისა მიიღონ გადაწყვეტილება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე“- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მსგავსი სიახლეები.

შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში 45 პირი თავისუფალია, 72 კი პატიმრობაში რჩება პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში 45 პირი თავისუფალია, 72 კი პატიმრობაში რჩება

1 სთ წინ5 წთ
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან: ნიკა… პოლიტიკა

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან: ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი,გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია,ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური, ირაკლი ღარიბაშვილი

2 სთ წინ2 წთ
ზაალ ანჯაფარიძე: ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, მიიხედ-მოიხედე, იქნებ დახმარება იქიდან მოგივიდეს საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი არის – ალაპარაკდი ირაკლი და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. იმედია ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და იმედია გულწრფელად ებრძოდა

2 სთ წინ2 წთ