— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მსოფლიო

მარკო რუბიო – ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

მარკო რუბიო – ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ვფიქრობ, ეჭვი არ მეპარება, რომ სამწუხაროდ, ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს ამ ურთიერთობის გადახედვა. ჩვენ მოგვიწევს ნატო-სა და ამ ალიანსის ღირებულების გადახედვა ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მას მოუწევს ამის გაკეთება. მაგრამ ვფიქრობ, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს გადახედვა, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ემსახურებოდა ამ ქვეყანას, კვლავ ამ მიზანს, თუ ახლა ის ცალმხრივ ქუჩად იქცა, სადაც ამერიკა უბრალოდ ევროპის დასაცავად არის? მაგრამ როდესაც ჩვენი მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, ისინი გვიკრძალავენ ბაზების გამოყენების უფლებებს და გვიკრძალავენ ფრენას“, – განაცხადა რუბიომ.

ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს და არსებობს პოტენციალი, რომ გარკვეულ მომენტში ორ მხარეს შორის „პირდაპირი შეხვედრა“ შედგეს. მისივე თქმით, აშშ-ს შეუძლია ირანის ომის „ფინიშის ხაზის“ დანახვა.

„ჩვენ ვხედავთ დასასრულ ხაზს. ეს დღეს არ არის, ხვალ არ არის, მაგრამ ის მოდის“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „არც ერთი მთავრობა ან მსოფლიოს არცერთი ქვეყანა ამჟამად არაფერს აკეთებს ირანის დასახმარებლად, რაც რამე ფორმით ხელს უშლის ჩვენს მისიას“.

ამასთან, რუბიომ კუბის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კუბას ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები სჭირდება და ვაშინგტონს მალე მეტი სიახლე ექნება ამ ქვეყანასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, კუბას ორი რამ სჭირდება – ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები. მათი ეკონომიკის გამოსწორება შეუძლებელია, თუ მათი მმართველობის სისტემას არ შეცვლი“, – განაცხადა რუბიომ.