მარნეულის მუნიციპალიტეტში ბარათაანთ არხი იწმინდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში ბარათაანთ არხის ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან წმენდა და საექსპლუატაციო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გაუმჯობესდება არხის გამტარუნარიანობა და დაახლოებით 80 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი საირიგაციო წყლით სტაბილურად მომარაგდება, რაც ადგილობრივი მეურნეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„საექსპლუატაციო სამუშაოები დეკემბრის პირველი ნახევრისთვის დასრულდება.

ქვემო ქართლის რეგიონში 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია 34,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,000 ჰექტარზე გაუმჯობესდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

მსგავსი სტატიები