— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

მდიდარი ბრიტანული ოჯახის 23 წლის წევრს სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება – მას ტაილანდის პოლიციამ ჩანთაში 9 კილოზე მეტი ნარკოტიკი უპოვა

მდიდარი ბრიტანული ოჯახის 23 წლის წევრს სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება – მას ტაილანდის პოლიციამ ჩანთაში 9…

ბანგკოკში, 23 წლის ბრიტანელი ჯორჯ უილსონი დააკავეს, რომელსაც ჩანთაში 9 კგ-ზე მეტი მეტამფეტამინი ჰქონდა. Telegraph-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სურეის ელიტური სკოლის კურსდამთავრებული და ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წევრია.

ტაილანდის პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ნარკოტიკებით ვაჭრობის საერთაშორისო ქსელის წევრია.

მედიის ინფორმაციით, უილსონი მდიდარი ინგლისური ოჯახიდანაა, რომელსაც მუსიკალურ ინდუსტრიასთან აქვს კავშირები.

“გასაოცარია, რომ ასეთი მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა – ჯორჯის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციის დაჯერება ყველას უჭირდა“, – განუცხადა ოჯახის მეგობარმა ბრიტანულ მედიას.

გამომძიებლების თქმით, მეტამფეტამინი მიანმარის ლაბორატორიებში დამზადდა – ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო ომშია გახვეული.

ახალგაზრდა ბრიტანელი აცხადებს, რომ “არ იცოდა, რა გადაჰქონდა“.

ცნობისთვის, ტაილანდში ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული დანაშაულები სიკვდილით დასჯას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.