— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

მედია: ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

მედია: ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

მოლაპარაკებებს შუამავლობას ომანი უწევს. შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ მხარეები ერთმანეთს ომანის ელჩის რეზიდენციაში ან ომანის საკონსულოს შენობაში ხვდებიან.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ისმაილ ბაღეის განცხადებით, მოლაპარაკებები შუადღემდე გაგრძელდება. მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გაეროს ფარგლებში შეხვედრას გამართავს და სხვადასხვა ქვეყნებს თეირანის პოზიციას გააცნობს.

ამერიკულ მხარეს ირანთან მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.