— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

მევლუდ ჩულუხაძე – თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა

მევლუდ ჩულუხაძე – თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ…

მთელი მსოფლიო გაერთიანდა, რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საქართველოში კი ამას სასაცილოდ ხდიან – ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე იუთუბერ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მკაცრად აკრიტიკებს და მომხდარს ონკოპაციენტების მშობლების უდიდეს შეურაცხყოფად აფასებს.

მევლუდ ჩულუხაძე პოდკასტერებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს და მათ დაავადებული ბავშვების მძიმე ყოფით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

“შეურაცხმყოფელია რა თქმა უნდა მშობლებისათვის და ბავშვებისათვის რომლებიც გადიან ურთულეს გზას, ამ უსამართლო ბრძოლაში.

მთელი მსოფლიოა გაერთიანებული, მთელი მსოფლიო გაერთიანდა იმისთვის რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საჩუქარი აჩუქონ, რაღაცით მოეფერონ გული გაუხარონ და გამოდის ქართველთა ჯგუფი და ამას სასაცილოდ ხდიან – ეს არ შეიძლება.

ეს არის ონკოპაციენტების მშობლების უდიდესი შეურაცხყოფა.

საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ყველა, ონკოპაციენტების მშობლები, რომ ჩვენს შვილებს აუგად იხსენიებენ.

ეს არ არის სასაცილო თემა, დაინტერესდნენ მაინც რა გზას გადის თითოეული ბავშვი, თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! საშინელება, ამის აღწერა და თქმა შეუძლებელია ამას ვერ აგიხსნით.. ვერ ავხსნით ამას.” – აცხადებს მევდულ ჩულუხაძე.