მწერალთა სახლში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

მწერალთა სახლში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

წელს ლიტერატურული პრემია „ანა“ გადაეცათ:

  • მანონ ბულისკერიას – ნომინაციაში “ქალი პოეტი”, კრებულისთვის ,,ALLA PRIMA”;
  • ნინო გუგეშაშვილს – ნომინაციაში “ქალი პროზაიკოსი”, კრებულისთვის ,,ჩაი ნანგრევებზე”;
  • თეონა ჯიქიას – ნომინაციაში “ქალი პროზაიკოსი”, კრებულისთვის ,,UBER-ებელი’ს ზღაპრები”;
  • ნათია დათუაშვილს – ნომინაციაში “ქალი მთარგმნელი”, მარტინა კლავადეჩერის კრებულის – ,,დაუმორჩილებლობის გამოგონება” – თარგმანისთვის.
  • ნატალია ჩიქოვანს – ნომინაციაში “ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი”, კრებულისთვის ,,90”.

გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.

დაჯილდოების ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.

უახლესი

მსგავსი სტატიები