— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ნაპოლეონის ბრილიანტის ბროში აუქციონზე 4,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნაპოლეონის ბრილიანტის ბროში აუქციონზე 4,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისში ვატერლოოს ბრძოლიდან გაქცევის დროს დაკარგული ბრილიანტის ბროში ოთხშაბათს, ჟენევაში Sotheby”s-ის აუქციონზე, დაახლოებით 4.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბროშზე, რომლის ტარება გულსაკიდადაც შეიძლება, გამოსახულია ოვალური ბრილიანტი, რომლის წონა 13 კარატზე მეტია და გარშემორტყმულია უფრო პატარა ჭრის ბრილიანტებით.

“ეს ისტორიული და უაღრესად მნიშვნელოვანი ბრილიანტის ნივთი იმპერატორის მიერ ვატერლოოში წაღებული სხვა პირადი ნივთების ნაწილი იყო, მათ შორისაა მედლები, იარაღი, ვერცხლის ჭურჭელი, ქუდი და ზარდახშა, რომელშიც ათობით ბრილიანტი და ძვირფასი ქვა იდო”, – ნათქვამია Sotheby”s-ის პრესრელიზში.