თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ-მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და “MIHAS” თავზარით ხსნის ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ? ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ვინც 2024 წლის არჩევნებზე ამ აგენტებს მხარი დაუჭირეთ, მადლობა გაქვთ გადასახდელი იმ 1 200 000-მდე ქართველისთვის, რომლის გააზრებულმა არჩევანმაც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა შეუნარჩუნა ნიკოლოზ მეტრეველი გვარამიას განცხადებაზე: თუნდაც უკრაინის აღდგენაზე ტრილიონები დაიხარჯოს, ეს არ იქნება ქველმოქმედება – საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს
პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი აგვისტოს ომზე: იმ პერიოდში  ჩვენ  გვინდოდა ომი.   ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები

„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი აგვისტოს ომზე: იმ პერიოდში ჩვენ გვინდოდა…

იმ პერიოდში, კი, ჩვენ გვინდოდა [ომი]. ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები, –  განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა  გადაცემაში „საქართველოს დაბადება“  2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას.

ირაკლი მეგრელიშვილის განცხადებით,   ახალგაზრდებს 2008 წელს ჰქონდათ განცდა, რომ სახელმწიფო იყო  იმდენად შემდგარი, რომ შეძლებდნენ 90-იან წლებში არსებული მსგავსი ომის  აუცილებლად მოგებას, მაგრამ საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ომის გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერასდროს აღდგება.

„ალბათ, საინტერესო იყო როგორ მივედით  აგვისტოს ომამდე, იმიტომ რომ, დღეს მთელი კამპანიაზე დგას, რომ „აბა ომი გინდათ?“ და რა თქმა უნდა, ომი არავის არ უნდა და არც მე არ მინდა და ამას გამოვრიცხავთ. მაგრამ იმ პერიოდში, კი, ჩვენ გვინდოდა [ომი]. ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები, ოღონდ ჩვენი აღქმა არ იყოს ისეთი, როგორც დღეს არის, იმიტომ რომ დღეს ყველამ ვიცით, რომ თუ ომი იქნება ამ ომში უპირისპირდები პირდაპირ რუსეთს და განწირული ხარ, ომს აზრი არ აქვს. მაგრამ, იმ პერიოდში ჩვენ გვქონდა განცდა, რომ თუ იგივე ომი განმეორდებოდა როგორიც 90-იან წლებში ჩვენ ვიყავით უკვე იმდენად შემდგარ სახელმწიფო, ჯარი იმდენად მაღალ სტანდარტებზე იდგა, დისციპლინირებული იყო და შეიარაღება იმდენად ძლიერი გვქონდა, რომ ჩვენ იმ ომს, რომელიც 90-იან წლებში იყო იმ ომს მოვიგებდით აუცილებლად. ამიტომ ჩვენი განწყობა სწორედ ამაზე იყო და მე აქტიურად ვმონაწილეობდი რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის  წინააღმდეგ აქციებში ამას ვაორგანიზებდი და ჩვენი სურვილი იყო, რომ მერე რეზერვი შექმნილიყო. რეზერვის შექმნაშიც მონაწილეობა მივიღე და ეს სტუდენტები, ვინც ვიყავით ყველანი წავსულიყავით და მონაწილეობა მიგვეღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და განცდა რევანშისტული იყო. სიბრაზე გვქონდა ძალიან დიდი იმ პერიოდში იმ  სეპარატისტების, იმ დაქირავებული „ბოევიკების“ მიმართ, რომლებმაც ქართველები და უდანაშაულო ხალხი დახოცეს, გენოციდი მოაწყვეს, რომელსაც მე ვთვლი რომ გენოციდი იყო აფხაზეთში და  არამხოლოდ ეთნიკური წმენდა იყო და აი ამ კუთხით ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიყავით  მილიტარისტულად განწყობილები და გვქონდა სურვილი, რომ შური გვეძია. ამ წიგნშიც ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, თუ როგორ მივედით 2008 წლის ომამდე, რა განწყობებით იყო, მაგრამ შემდეგ როდესაც პირდაპირ შევეჯახეთ რუსეთს, რომელიც შემოიჭრა პირდაპირ და ისე აღარ აწარმოვა  მან ომი, როგორც 90-იან წლებში, ანუ ფარულად კი არ ეხმარებოდა და ფარულად კი არ  აწვდიდა იარაღს, არამედ პირდაპირ შემოვიდა, უკვე შევეჯახეთ ისეთ კედელს, რომ მივხვდით ომის გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვეღარ აღდგება,“ – განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ-მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით

1 სთ წინ10 წთ
ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და “MIHAS” თავზარით ხსნის

5 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ?

5 სთ წინ1 წთ