თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: უცნაურია, როგორ ახერხებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილონ, თითქოს, საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვთ

ნიკოლოზ მეტრეველი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: უცნაურია, როგორ ახერხებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომ საქართველოს სტრატეგიული…

„ ანაკლიის პორტი საქართველოს გეოპოლიტიკური ბერკეტია და არა “მეგობრობის კლუბი”.
უცნაურია, როგორ ახერხებენ ზოგიერთი პოლიტიკოსები, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილონ. თითქოს საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვთ.
რადგან უსამშობლო პოლიტიკოსებს ანაკლიის პორტის მართვაში მეზობლების ჩართვა ასეთ ბრწყინვალე იდეად ეჩვენებათ, მაშინ ისიც პირდაპირ გვითხრან: რომელ სტრატეგიულ ობიექტს ვაბარებთ შემდეგ – რკინიგზას? ენერგეტიკას? აეროპორტებს? თუ მხოლოდ ანაკლიით იწყება ეს “ტოპ ტვინური აზროვნება”?
პარტნიორობა მისასალმებელია, მაგრამ სტრატეგიული ობიექტების მართვა საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ვისაც ეს განსხვავება არ ესმის, ან სახელმწიფოებრივი აზროვნება აკლია, ან ზედმეტადაა გატაცებული პოლიტიკური ექსპერიმენტებით.“ – წერს მეტრეველი.