თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი გვარამიას განცხადებაზე: თუნდაც უკრაინის აღდგენაზე ტრილიონები დაიხარჯოს, ეს არ იქნება ქველმოქმედება – საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს

ნიკოლოზ მეტრეველი გვარამიას განცხადებაზე: თუნდაც უკრაინის აღდგენაზე ტრილიონები დაიხარჯოს, ეს არ იქნება ქველმოქმედება –…

უკრაინის აღდგენა არ იქნება ქველმოქმედება, არამედ საერთაშორისო ტენდერებისა და კონკურენციის პროცესი. თუ ქართულ კომპანიებს ექნებათ რესურსი, გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა, მონაწილეობას მიიღებენ. თუ არ ექნებათ, ვერ მიიღებენ. ეს არ არის საკითხი, ვინ „მიასუნინებს“ და ვინ არა,  – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან საქართველოს “არ მიასუნინებენ”.

მეტრეველი გვარამიას განცხადებას უნამუსო გამოსვლას უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს.

“ნიკა გვარამიას მორიგი უნამუსო გამოსვლის შესახებ.

ჯერ ერთი, ვინ თქვა, რომ ომი მალე დასრულდება? ეს არ იციან არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, არც კიევში და არც მოსკოვში. მაშინ გვარამიამ საიდან იცის, რომ ომი მალე დასრულდება?

მეორე, ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დასრულდება? ამ ომის შედეგს ვერავინ წინასწარ ვერ განსაზღვრავს. შეიძლება დასრულდეს შეთანხმებით, ზავით, გაყინული კონფლიქტით ან კიდევ სხვა სცენარით. ოპოზიციის განცხადებები, რომ უკრაინასთან მალე საქართველოს საერთო საზღვარი ექნება, მხოლოდ გიჟური პოლიტიკური პროპაგანდაა.

მესამე, თუნდაც უკრაინის აღდგენაზე ტრილიონები დაიხარჯოს, საქართველოს ვინ რას უკრძალავს? უკრაინის აღდგენა არ იქნება ქველმოქმედება, არამედ საერთაშორისო ტენდერებისა და კონკურენციის პროცესი. თუ ქართულ კომპანიებს ექნებათ რესურსი, გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა, მონაწილეობას მიიღებენ. თუ არ ექნებათ, ვერ მიიღებენ. ეს არ არის საკითხი, ვინ „მიასუნინებს“ და ვინ არა.

და ბოლოს, საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიძლება დაეფუძნოს იმ ვარაუდს, რომ ოდესღაც, შესაძლოა, სადღაც ტრილიონები დაიხარჯოს. ქვეყნის განვითარება მუდამ უნდა ეფუძნებოდეს საკუთარ ეკონომიკას, ინვესტიციებს, წარმოებას, ექსპორტს და ეროვნულ ინტერესებს, და არა უტოპიურ მომავლის პოლიტიკურ პროგნოზებს.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები.