— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეფექტიანად მოქმედებს – აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება

ნიკოლოზ მეტრეველი მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში…

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, თსუ-ის პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” მოდელის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს.

მეტრეველს მაგალითად მოჰყავს საფრანგეთი, სადაც ქალაქები დღემდე ასოცირდება კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებთან. შესაბამისად, მისი შეფასებით, ჩიტაშვილის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

“მარინე ჩიტაშვილი: “ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“ ასეთი პრაქტიკა არსად არ არსებობს. ასეთი, რომ არსებულიყო ამის მაგალითს ირაკლი კობახიძე აუცილებლად მოიყვანდა. შესაბამისად, ეს არის ქართული “ნოუ-ჰაუ“, რომლის ავტორი გახლავთ კობახიძე!

ცნობისთვის: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მსგავსი მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აქტიურად და ეფექტიანად მოქმედებს. საზომად ავიღოთ საფრანგეთი, რომელიც ევროკავშირში განათლების სფეროში წარმატებულობით ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სახელმწიფოა, სადაც ქალაქები მუდმივად ასოცირდებოდა და დღემდე ასოცირდება კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებთან. მაგალითად:
გრენობლი – მიკროელექტრონიკა
ლიონი – ქიმია და ბიოტექნოლოგია
ტულუზა – აერონავტიკა.
სრულიად აშკარაა, რომ ქალბატონ მარინეს, ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს განათლების თანამედროვე სისტემებზე და მისი განცხადება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ემსახურება.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.