— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია

ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს…

განათლების სფერო არის განვრცობადი პროცესი და მუდმივად საჭიროებს რეფორმებს. სწორედ ეს არის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი -ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ისტორიული მისიის შესრულება, რაზეც ოცნებოდა სწორედ ივანე ჯავახიშვილი და ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის- განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბრისას.

მისი თქმით, „სტუდენტისთვის კარგის მეტი ამ რეფორმით არაფერი ხდება“ და მიაჩნია, რომ სტუდენტი, რომელიც შეცდომაში არ არის შეყვანილი, აქ ცუდს ვერაფერს ნახავს. მეტრეველის განცხადებით, ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმით სტუდენტის დიპლომი ბევრად უფრო გავლენიანი გახდება და დასაქმების მეტი შანსი გაუჩნდება.

„ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს, ვგულისხმობ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან თითოეული ახალგაზრდა ოცნებობს, რომ რაც შეიძლება გავლენიან, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბაროს და სწორედ ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმა მის დიპლომს კარგ ძალას და დასაქმების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია, რომელიც დღეს ხორციელდება“- აღნიშნა მეტრეველმა.

მეტრეველი ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს მიმართავს, რომ არავითარ შემთხვევაში მათი სადმე გაშვება და არასრულფასოვანი ინტეგრაცია არ ხდება. მისივე განცხადებით ეს არის თანასწორი, თანაბარუფლებიანი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, რაც მათთვისაც კარგი იქნება.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

9 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

11 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

12 სთ წინ3 წთ