თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად. დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები “ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?

ნიკოლოზ მეტრეველი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების…

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული შეფასება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი წლების განმავლობაში გაკეთებულ გზავნილებთან წინააღმდეგობაში მოდის.

მისი თქმით, თუ მართლაც ასე იყო, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე რეალური საუბარი არ მიმდინარეობდა, მაშინ რას ემსახურებოდა საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებული არაერთი განცხადება, ასევე ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.

„ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ყოვლად გამაოგნებელი განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის საქართველოს ევროკავშირის გაფართოებაზე რეალურად არავინ საუბრობდა, სერიოზულ კითხვებს აჩენს.
თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რას ნიშნავდა საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ევროპული მომავლის შესახებ? რას ნიშნავდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და მუდმივი გზავნილები, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია?
გამოდის, რომ 2022 წლამდე საქართველოს საზოგადოებას ან არასრული ინფორმაცია მიეწოდებოდა, ან ევროპული პერსპექტივა მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა იყო. ასევე გაუგებარია, რატომ გახდა სწორედ რუსეთ-უკრაინის ომი ევროკავშირის გაფართოების მთავარი კატალიზატორი. ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის, ის პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომლის საფუძველი დემოკრატია, კანონის უზენაესობა და რეფორმებია. აქედან გამომდინარე: თუ წევრობა ამ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული, რატომ აღმოჩნდა ომი გადამწყვეტი ფაქტორი?
თუ ომმა მხოლოდ დააჩქარა უკვე არსებული პროცესი, ეს გასაგებია. მაგრამ იმის თქმა, რომ მანამდე გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ არსებობდა, ეწინააღმდეგება იმ გზავნილებს, რომლებსაც ევროკავშირის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს საზოგადოებას აწვდიდნენ.
და ბოლოს, ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: საერთოდ გვინდა კი ისეთ ევროკავშირში გაწევრიანება, სადაც თავადვე აღიარებენ, რომ გადაწყვეტილებებს არა ღირებულებები და რეფორმები, არამედ მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატიის ინტერესები განსაზღვრავს…“ – წერს მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები.

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ – ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

4 სთ წინ1 წთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში… პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გახსნა. პროექტი, საქართველოში მცირე ავიაციის პოპულარიზაციას, საავიაციო ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის საავიაციო რუკაზე კახეთის ახალ მიმართულებად დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

15 სთ წინ2 წთ
დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო… პოლიტიკა

დავით ნებიერიძე სააკაშვილზე: მისი ქმედებები უკიდურესად საზიანოა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხსნიან ამას მისი მხარდამჭერები

24 სთ წინ2 წთ