— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ვერსად წაიკითხავთ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ეუთოს გენერალურმა მდივანმა შარშან განაცხადა, რომ ოპოზიციამ ძალიან დააშავა, ვერ გაამართლეს ამომრჩევლის ნდობა და არ შევიდნენ პარლამენტში, რაც იყო დიდი დანაშაული

ნიკოლოზ სამხარაძე: ვერსად წაიკითხავთ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ეუთოს გენერალურმა მდივანმა შარშან განაცხადა, რომ…
x

“ვერსად თქვენ ვერ წაიკითხავთ ვერც ერთ დოკუმენტში, ვერც ეუთოსი და ვერც სხვა დოკუმენტში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, გადაცემა “დებატებში” განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ეუთოში, არაერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მისივე შეფასებით, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის ნათქვამი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ოპოზიციის მიერ პარლამენტში არშესვლა გააკრიტიკა და ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის შეუსრულებლობად შეაფასა.

“მე ვარ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოში და არჩევნები არ ჩატარებულა ეუთოს სივრცეში, რომელზეც მე დამკვირვებლად არ ვყოფილიყავი წარგვზავნილი და მათ შორის მისიის ხელმძღვანელიც ვიყავი, არც ერთ დოკუმენტში მე არ წამიკითხავს, რომ ეუთოს ეთქვა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. პირიქით, ეუთოს გენერალურმა მდივანმა, შარშან, პორტოში, როდესაც ის ესწრებოდა ყოველწლიურ სესიას, განაცხადა, რომ ოპოზიციამ ძალიან დააშავა, იმიტომ, რომ მათ ვერ გაამართლეს ამომრჩევლის ნდობა და არ შევიდნენ პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ 61 მანდატი და ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

სხვათა შორის იგივე გაუმეორა ამ ჩვენს დიდებულ ოპოზიციას ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული საქართველოში. ამიტომ, ვერსად თქვენ ვერ წაიკითხავთ ვერც ერთ დოკუმენტში, ვერც ეუთოსი და ვერც სხვა დოკუმენტში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ასეთი რამ უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

11 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

11 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

11 სთ წინ3 წთ