თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან სანიკიძე: დღევანდელი მდგომარეობით პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში ნაკლებად ვარ ჩართული. დროებითი პაუზის აღება, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა ცოტნე ანანიძე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაში დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, აბა სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის

ნინო ფოჩხუა გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, აბა სხვა რა უნდა დაუძახო…

გრიგოლ გეგელია, ეს ლუზერი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც არავის არაფერს ეუბნებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პარტია “ლელოში” მიიწვევდნენ და მთავარი სპიკერიც გახდებოდა. ამ ყველაფერს კი გადახდა უნდა და მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ასე ხდებიან ლუზერი პოლიტიკოსები სხვა ქვეყნის აგენტები და მონები, თუმცა რა გასაკვირი, ანაკლიის პორტი ყელზე ადგას „ლელოს“.

„ გრიგოლ გეგელია, ეს ლუზერი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც არავის არაფერს ეუბნებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პარტია “ლელოში” მიიწვევდნენ და მთავარი სპიკერიც გახდებოდა. ამ ყველაფერს კი გადახდა უნდა და მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, აბა სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის და მოუწოდებს ხელისუფლებას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სასომხეთის მონაწილეობით შეიქმნას “კავკასიური კონსორციუმი” და პორტის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს.
აი ასე ხდებიან ლუზერი პოლიტიკოსები სხვა ქვეყნის აგენტები და მონები, აბა სხვა რა არის ეს, შენი ქვეყნის ხდება ეს უმნიშვნელოვანესი პორტი და არა, უცხოელებს გადავცეთო. თუმცა რა არის გასაკვირი, ანაკლიის პორტი ხომ ყელზე ადგას მის პარტიას.“ – წერს ფოჩხუა.