ნინო ფოჩხუა მაგდა მამუკაშვილზე: ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს – აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა

„ ეს ერთუჯრედიანი ლიდერად რომ ჰყავს დღევანდელ განულებულ ოპოზიციას, იმიტომ აქვს საქმე კარგად. ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს, აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა. ამჯერადაც ასე მოხდა, დატრიალდა ტრაგედია, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში საკუთარი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს, ავტომობილში იპოვეს წერილიც, ეს პირველადი მონაცემია, დანარჩენს გამოძიება დაადგენს, მაგრამ ამ გონებაშეზღუდულს სულ არ აინტერესებს გამოძიება, მთავარია როგორმე დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ყველა მცდელობა ესეც წყლის ნაყვაა, რადგან სიმართლე ერთია და ისიც დღევანდელი ხელისუფლების მხარესაა.“ – წერს ფოჩხუა.

უახლესი

მსგავსი სტატიები