— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ადგილობრივ მწარმოებლებს: 60 დღე ქსელი თქვენს ფულს იყენებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მგონია, 60 დღე თქვენ იხდით ალბათ ბანკის სესხს, მაშინ, როდესაც თქვენი გაყიდული პროდუქციის თანხას ქსელი ატრიალებს თავის სასარგებლოდ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

კომისიის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, დაინტერესდა მწარმოებლების გადახდის პირობებით, კერძოდ, სთხოვა კომპანიის წარმომადგენლებს, დაესახელებინათ ის ფაქტორები, რაც მათ პრობლემას უქმნის – ნაშთების კონტროლი, რეალიზებული პროდუქციის გადახდის ვადები და ა.შ.

როგორც კომპანია “ქალაქურის” წარმომადგენელმა, მურად ღოღაძემ განაცხადა, პრობლემაა “რეალიზაცია, რომელიც ვერ განსაზღვრავს ჩვენ მიერ გადატვირთულ და კაპიტალის მიერ ჩადებულ ინვესტიციას, უკან დაბრუნებულს, რომელსაც ჩვენ გადავტვირთავთ, პირობითად, 1000 ლარს, იქიდან შეიძლება ჩვენ დაგვიბრუნდეს 700 ლარი.”

წილოსანის კითხვაზე, აქვთ თუ არა შესაძლებლობა, რომ გაყიდული პროდუქცია აკონტროლონ და გაყიდულ პროდუქციაზე მომენტალურად ანაზღაურებას იღებენ თუ არა, ღოღაძემ უპასუხა: “არა, გამორციხულია. ჩემთან მიმართებით არ არის ასე. დალოდების პერიოდი გაყიდულ პროდუქციაზე 60, შეიძლება 80 დღეა.”

“ანუ, 60 დღე, ქსელი თქვენს ფულს იყენებს და ატრიალებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მგონია, ამიტომ, ამ საკითხებით აუცილებლად უნდა დავიწყოთ საუბარი. წარმოიდგინეთ, 60 დღე თქვენ იხდით ალბათ ბანკის სესხს, მაშინ, როდესაც თქვენი გაყიდული პროდუქციის თანხას ქსელი ატრიალებს თავის სასარგებლოდ.” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები.

არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში

3 სთ წინ3 წთ
არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

3 სთ წინ6 წთ
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ… პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

23 სთ წინ2 წთ