ნინო წილოსანი: ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები – ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დატყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ და ამით უკეთ იგრძნონ თავი

“ფასსაც აკლებდით თუ ანახევრებდით და ქსელის სტატიკური მდგომარეობაა, რომ ოდნავადაც შეიძლება არ გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესი, რომ ამ პროდუქტის გადაყრას, ჯობია, გაცილებით შეღავათიან ფასად, ადამიანმა მიიღოს ის ნუტრიციული საჭიროება, რომელიც მას აქვს,” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სხოდმაზე ასევე გაირკვა, რომ მწარმოებლებს ქსელის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. კერძოდ, წილოსანის კითხვაზე: “შეგიძლიათ თუ არა, ან გაქვთ თუ არა გავლენა ქსელების გადაწყვეტილებაზე, რომ მაგალითად, ორი დღით ადრე, სანამ პროდუქტს ეწურება ვადა, თქვენი მხრივ, გაანახევროთ ფასი, ქსელმა თავის მხრივ გაანახევროს და ოჯახებს, ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე იყიდოს განახევრებულ ფასში, იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური აქციები ამ პროდუქტებზე სისტემატურად არ მინახავს. შეგიძლიათ თუ არა გავლენა იქონიოთ ქსელის ამ პოლიტიკაზე თუ სრულად ქსელი წარმართავს და აწარმოებს ამ პოლიტიკას?” – რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ “ეს პოლიტიკა სრულად ქსელის მხარეს არის”.

უახლესი

მსგავსი სტატიები