— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

საკანონმდებლო ორგანო „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილებას მიიღებს. დადგენილების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინა.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დადგენილების პროექტს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.


„საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის წევრთა რაოდენობა, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების კვოტები განისაზღვრება. ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა 4 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე კომისიის წევრთა სია უნდა წარმოადგინონ, რომელსაც პარლამენტის ბიურო ცნობად მიიღებს. კომისია ხუთშაბათიდან შეძლებს სრულფასოვნად მუშაობის დაწყებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


დროებითი კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების გამჭვირვალე და ობიექტურ შესწავლას.


კომისია შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს. პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება.


დადგენილების პროექტის ინიციატორი და ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.