— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
Uncategorized

პეტერ ფიშერი: მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე – ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს

მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს, – ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, „რადიო თავისუფლების” კითხვას იმის შესახებ, თუ “რატომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.

ფიშერის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი განახლდება, პასუხი კი იმიტომ არის ბუნდოვანი, რომ საელჩო და თავად ელჩი არ მართავენ საიტს. ამასან, ელჩი აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი ტექნიკური ხასიათისაა თუ არა, არ იცის, რადგან “არ ჩაღრმავებია.”

„დიახ, ვებსაიტი განახლდება. მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე – ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს. მე არ ვაკონტროლებ ვებსაიტს. შემიძლია ჩემს კოლეგებს ჩემი მოსაზრება გავუზიარო, მაგრამ საბოლოოდ მე არ ვწყვეტ. ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ რასაც იქ ვწერთ, გარანტირებულად ზუსტი არ არის. ვფიქრობ, ეს საკითხი დროთა განმავლობაში გაქრება.
არ ვიცი, ტექნიკურია თუ არა. მართლა არ ვიცი. არ ჩავღრმავებივარ,” – აცხადებს პეტერ ფიშერი.

გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ ინფორმაციის განახლების მოთხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ნოტა სამჯერ გააგზავნა.

პირველი ნოტა გაიგზავნა გასული წლის ივლისში. მეორე ნოტა გაიგზავნა მიმდინარე წლის მარტში, მესამე ნოტა კი – 2026 წლის 28 აპრილს, მას შემდეგ, რაც წინა მიმართვების დიპლომატიური ვადა ამოიწურა, თუმცა ბერლინს მონაცემები კვლავ არ ჰქონდა შეცვლილი. აღსანიშნავია, რომ ამ დროში, გერმანულმა მხარემ მოახერხა რუსეთის ფედერაციის შესახებ ინფორმაციის განახლება – საგარეო უწყების ვებგვერდზე რუსეთის შესახებ ბოლო ცვლილება 2026 წლის მარტში ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა… Uncategorized

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

10 სექტემბერი3 წთ
Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ
ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და… Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო

5 აგვისტო2 წთ