— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

პლანეტის ყველაზე მშრალ უდაბნოში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა – უდაბნო აყვავდა

პლანეტის ყველაზე მშრალ უდაბნოში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა – უდაბნო აყვავდა

ჩილეში, პლანეტის ყველაზე მშრალ უდაბნოში, ძლიერი წვიმების შემდეგ იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა: ის ყვავილების იისფერ-ვარდისფერი ხალიჩით დაიფარა. ეს ყვავილობა მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და ხანმოკლეა: ნოემბრისთვის ყვავილები ქრება. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ამჯერად, უდაბნოში 60 მილიმეტრამდე ნალექი მოვიდა, რამაც ყვავილების თესლს აღმოცენების საშუალება მისცა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კლდოვან ნიადაგში მიძინებული იყო.

ამ უჩვეულო ფენომენში მთავარ როლს ასრულებს Cystane longishoti-ი, მცენარე, რომელიც უდაბნოს იასამნისფერ-ვარდისფერ ელფერებში ღებავს.

ანდრეს ბელოს უნივერსიტეტის მეცნიერები ამ ყვავილის სწავლობენ, რათა გაიგონ, თუ როგორ უძლებს ის უკიდურეს სიცხეს და ტენიანობის ნაკლებობას.

ეს ცოდნა შეიძლება გვალვაგამძლე კულტურების განვითარებას დაეხმაროს, რაც გლობალური დათბობის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

2023 წლიდან, ატაკამას უდაბნოს 570 კვადრატული კილომეტრის მონაკვეთი “აყვავებული უდაბნოს“ ეროვნულ პარკად გამოცხადდა. იქ მცენარეების შეგროვება ან გათელვა აკრძალულია.