— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება – პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: რუმინეთის პოლიტიკური კრიზისი მწვავდება – პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა

რუმინეთის პარლამენტმა უარი თქვა ადრიან ვეშტეას მთავრობის დამტკიცებაზე, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. ადრიან ვეშტეამ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად საჭირო 233 ხმის მოპოვება ვერ შეძლო – წერს გამოცემა POLITICO.

გამოცემის ცნობით, ვეშტეა პრეზიდენტ ნიკუშორ დანის მიერ დასახელებული მეორე წარუმატებელი კანდიდატი აღმოჩნდა, რომელსაც მხარი მხოლოდ 189 კანონმდებელმა დაუჭირა.

„დღევანდელი კენჭისყრის შედეგი არ იყო ის, რასაც რუმინეთისთვის ვისურვებდით. თუმცა, კენჭისყრის შედეგი სუვერენულია და მე მას პატივს ვცემ. მთავრობის გარეშე გატარებული 47 დღე უკვე ზედმეტად ძვირი გვიჯდება: ეს არის დაკარგული ევროპული ფონდები, ნდობა და დრო“, – დაწერა ვეშტეამ Facebook-ზე.

სტატიის მიხედვით, პრეზიდენტმა დანმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, ვის დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის მესამე კანდიდატად. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დანი მომდევნო 60 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს ვერ დაასახელებს, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.