— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

POLITICO: ტრამპი უკრაინის საკითხს უბრუნდება – ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მან შესაძლოა კვლავ სცადოს ევროპელი მოკავშირეების გვერდზე გაწევა და მათი სტრატეგიის ჩაშლა, რომელიც რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლას გულისხმობს

POLITICO: ტრამპი უკრაინის საკითხს უბრუნდება – ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მან შესაძლოა კვლავ სცადოს ევროპელი…

კიევის მოკავშირეებს სურთ, რომ შეერთებული შტატები მათ სტრატეგიას შეუერთდეს, რომელიც რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებას ითვალისწინებს. თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ეთანხმება თუ არა ამ მიდგომას ტრამპი, – წერს გამოცემა POLITICO.

კიევის მოკავშირეები ცდილობენ, თავიდან აიცილონ დაძაბულობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან G7-ის სამიტზე, რადგან ირანის კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, იგი კვლავ რუსეთ-უკრაინის ომზე ამახვილებს ყურადღებას.

„საფრანგეთში ჩასული ტრამპი ჟურნალისტებთან ღიმილით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ყველაფერი „მშვენივრადაა“, რის შემდეგაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მეგობრულ შეხვედრაზე გაემართა.

შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა უკვე შესაძლებლობა აქვს, მთელი ყურადღება უკრაინაში ომის დასრულებაზე გადაიტანოს, რომლის დასრულებასაც 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლებაში მოსვლიდან 24 საათში ჰპირდებოდა ამომრჩევლებს,” – წერს გამოცემა და ტრამპის სიტყვებს ციტირებს, რომლის განცხადებითაც, „ყოველთვიურად 25 ათასი ადამიანი იღუპება, უმეტესად ჯარისკაცები. ეს არ უნდა ხდებოდეს.“

POLITICO-ს თანახმად, ტრამპის სიტყვები ევროპაში უკრაინის მთავარი მოკავშირეებისთვის დამამშვიდებელი არ ყოფილა. კულისებს მიღმა, ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელსაც ირანის კრიზისის ყოველდღიური მართვა აღარ უწევს, შესაძლოა, კვლავ სცადოს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის სადავეების საკუთარ ხელში აღება და ევროპელი მოკავშირეების გვერდზე გაწევა, ასევე, მათი სტრატეგიის ჩაშლა, რომელიც რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლისა და უკრაინის სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას ეფუძნება.

„ის, რომ ტრამპი სხვა საკითხებით იყო დაკავებული, სულაც არ იყო ცუდი“ – განაცხადა გამოცემასთან საუბრისას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, ანონიმურობის დაცვით, ვინაიდან, საჯაროდ კომენტარის გაკეთების უფლება არ ჰქონდა.

კითხვა, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინაში ომი, სამშაბათს კვლავ დღის წესრიგის ცენტრში მოექცევა, როდესაც ტრამპი და G7-ის სხვა ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

8 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

10 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

11 სთ წინ3 წთ