— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

Politico: ტრამპის მიმართ მარკ რუტეს მლიქვნელობა ნატოში დაძაბულობას იწვევს

Politico: ტრამპის მიმართ მარკ რუტეს მლიქვნელობა ნატოში დაძაბულობას იწვევს

ნატოს წევრი ქვეყნები შეშფოთებულნი არიან ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს პოზიციით იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შენარჩუნების ერთადერთი გზაა. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, რუტეს „მლიქვნელობა“ ტრამპის მიმართ ალიანსში დაძაბულობას იწვევს. რუტეს ერთი მთავარი მისია აქვს: არ მისცეს ტრამპს ნატოს დაშლის საშუალება.

აღნიშნული ამოცანა ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ევროპულ ქვეყნებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება და ნატოს აზარალებს, მიუხედავად იმისა, რომ მან წარმატებით გადააფიქრებინა ტრამპს გრენლანდიის ანექსია.

Politico წერს, რომ დაძაბულობა ნათლად გამოჩნდა 26 იანვარს ევროპარლამენტში, სადაც რუტე აქტიურად იცავდა აშშ-ის საკვანძო როლს ნატოში. გენმდივანმა განაცხადა, რომ ევროპას შეუძლია იოცნებოს აშშ-ის დახმარების გარეშე საკუთარი თავის დაცვის შესახებ.

რუტეს აღნიშნულ განცხადებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავად შეუძლიათ.

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ კი რუტეს გამოსვლას „სამარცხვინო მომენტი“ უწოდა. მან აგრეთვე დასძინა, რომ ნატოს ტრამპის ფანატიკოსი არ სჭირდება.