თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

პოლონური მედია : პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება 

პოლონური მედია : პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის…

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებული 36 წლის უკრაინის მოქალაქეა, რომელმაც ერთ-ერთ ონლაინპლატფორმაზე პოლონეთის პრეზიდენტის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა.

„მასალების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამომძიებლებმა დაუყოვნებლივ დაადგინეს ამ პირის ვინაობა და ადგილსამყოფელი. გამომძიებლებმა დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელიც ონლაინ, საჯაროდ დაემუქრა პოლონეთის პრეზიდენტს“,– განაცხადა საქალაქო პოლიციის წარმომადგენმა, ანნა ბარანმა.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინება პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური ორგანოს შეურაცხყოფისთვის, რაც პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ მუქარას უკავშირდება. აღნიშნული ქმედება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით ისჯება და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.