— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

ფრიდრიხ მერცი – უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი

ფრიდრიხ მერცი – უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი

კრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდება ევროკავშირის ნაწილი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ისაუბრა.​

მერცის თქმით, რუსეთთან თავდაცვით ომში უკრაინა „იცავს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში“.

„უკრაინა ევროპის ნაწილია. შორეულ პერსპექტივაში ის ევროკავშირის ნაწილიც გახდება“, — განაცხადა მერცმა.

​კანცლერის შეფასებით, 2022 წლიდან უკრაინამ რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღის წინ მან უკრაინისთვის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის იდეა წამოაყენა.

ამ წინადადების მიხედვით, უკრაინა რეგულარულად მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს სხდომებსა და მინისტრთა საბჭოების შეხვედრებში,  ეყოლება წარმომადგენელი ევროკომისიაში, თუმცა პორტფელისა და ხმის უფლების გარეშე, უკრაინელი დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტის განხილვებში, თუმცა ხმის უფლების გარეშე.

„ჩვენ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად ჩავრთავდით ევროკავშირის პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა მკაცრად რეფორმების კრიტერიუმებისა და წესების დაცვით. ეს სურთ უკრაინის მოქალაქეებს, ეს სურს ევროპას და სწორედ ამიტომ ამ გზას ერთად გავივლით“, – განაცხადა მერცმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმი მერცის ეს ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში ასოცირებული წევრობის შეთავაზება უსამართლოა.

გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული  ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, რუსეთი, ევროპა და აშშ.

„ჩვენი მიზანი უკრაინისთვის კვლავაც სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობაა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებსაც გაითვალისწინებს. სწორედ ამისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ეს არის სიმართლე. ამას ვაკეთებთ დღეს და გავაკეთებთ ხვალაც, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა მერცმა.

მისივე თქმით, „ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი უკრაინისთვის უკვე დამტკიცებულია“.

„ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე. უფრო მკაცრ ზომებს ვიღებთ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და ვიწყებთ მუშაობას სანქციების 21-ე პაკეტზე“, – თქვა მერცმა.

​„ჩვენ ვაძლიერებთ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს. ამავე დროს მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომ რუსეთის ეს აგრესიული ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს. მდგრადი მშვიდობა მხოლოდ უკრაინის, რუსეთის, აშშ-ისა და ევროპის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმების შედეგად იქნება შესაძლებელი. სხვა გზა არ არსებობს“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

11 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

13 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

14 სთ წინ3 წთ