— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
პოლიტიკა

პუტინის თანაშემწე: თუ ზელენსკი პუტინთან სასაუბროდ მზად არის, ჩამოვიდეს მოსკოვში

პუტინის თანაშემწე: თუ ზელენსკი პუტინთან სასაუბროდ მზად არის, ჩამოვიდეს მოსკოვში
MOSCOW, RUSSIA - APRIL 9, 2020: The Russian president's adviser Yuri Ushakov is seen in the Kremlin during a videoconference meeting chaired by the Russian president to discuss defence industry and military-technical cooperation issues. Alexei Nikolsky/Russian Presidential Press and Information Office/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Ïîìîùíèê ïðåçèäåíòà ÐÔ Þðèé Óøàêîâ â ñèòóàöèîííîì öåíòðå â Êðåìëå âî âðåìÿ ñîâåùàíèÿ ïðåçèäåíòà ÐÔ Âëàäèìèðà Ïóòèíà ïî ïðîáëåìàì îáîðîííî-ïðîìûøëåííîãî êîìïëåêñà è çàñåäàíèÿ êîìèññèè ïî âîåííî-òåõíè÷åñêîìó ñîòðóäíè÷åñòâó â ôîðìàòå âèäåîêîíôåðåíöèè. Àëåêñåé Íèêîëüñêèé/Ïðåññ-ñëóæáà ïðåçèäåíòà ÐÔ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, თუ უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს.

„თუ ზელენსკი მართლა მზად არის შეხვედრისთვის, კი ბატონო, ჩვენ მას მოსკოვში ვეპატიჟებით. ამასთან ერთად, ჩვენ გარანტირებულად უზრუნველყოფთ მის უსაფრთხოებასა და ყველაფერს, რაც მუშაობისთვის საჭირო იქნება“, – თქვა უშაკოვმა.

მისი თქმით, თავად პუტინს ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუ ის მოსკოვში ჩამოვა.

გარდა ამისა, როგორც უშაკოვმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს პუტინისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინის ლიდერთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა განიხილოს.