— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნანა კაკაბაძე: გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც შაკო კუჭაშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
სპორტი

RAF-ის თანადამფუძნებელი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა

RAF-ის თანადამფუძნებელი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა

ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი უკვე თავისუფალია.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა აბუ-დაბიში. გულწრფელ მადლობას ვუხდით აბუ-დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი ისევ ჩვენთან არის“, – აღნიშნულია ბრონშტეინის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. დვალიშვილთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, საბა ლაზიშვილი იყო.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის სასამართლომ 50-50 ათასიანი ჯარიმა შეუფარდა, ხოლო ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.