თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი” (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითება სომხეთში რუს ბლოგერს სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბრალი წარუდგინეს ნანა კაკაბაძე: დღეს დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, რადგან მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლის-დასუსტების და მისი წიაღისეულის და ნავთობის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენო ფონდის განადგურება, მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილის ლტოლვილებად ქცევა, ქვეყნის ნგრევა თავისი საბოლოო მძიმე შედეგებით, დემოკრატიის სახელით კეთდება და არა იმ რეალური მოტივით რაც უდევს საფუძვლად ამ ომის დაფინანსებას დასავლეთის მიერ გიორგი შანიძე: მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და დაიწყონ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პატივისცემის კულტურის განმტკიცებას, ეროვნული იდენტობის დაცვასა და საზოგადოებრივი თანხმობის შენარჩუნებას
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება – ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას

რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ…

არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება და ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში კიდევ სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მოძრაობას მთლიანად, – განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან ისაუბრა ქართველი პარალმპიელების გამარჯვებების ისტორიების შესახებ გადაღებული ფილმის თაობაზე, რომლის ჩვენებაც ნიუ-იორკში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მე-19 სესიის ფარგლებში გაიმართა.

„მე ამაყი ვიყავი, როდესაც ვხედავდი, როგორი აღტაცებით უყურებდა საკმაოდ ფართო აუდიტორია ჩვენი ფილმის პრემიერას ნიუ-იორკში და მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გაიმართა სწორედ იმ გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელშიც მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან 190 ქვეყანა მონაწილეობდა. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მაღალი რანგის სტუმრების გარდა ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სათვისტომოს წარმომადგენლები. მათი დასწრება კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო ჩემთვის. არაერთხელ მოვისმინეთ, რომ „ერთი სული გვაქვს, როდის გახდება ეს ფილმის საჯაროდ ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომ ჩვენს შვილებს ვაყურებინოთო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მან ფილმის გადაღებაში ფონდი „ქართუსა“ და შემოქმედებითი ჯგუფის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება და ფონდი „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში კიდევ სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მოძრაობას მთლიანად, რომელსაც ძალიან დიდი მისია და დანიშნულება გააჩნია ჩვენი საზოგადოებისთვის.

მეორე მხრივ, მადლობა მინდა, ვუთხრა ბაჩო ოდიშარიას და იმ შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ეს ფილმი მოამზადა და ჩვენ გვაქვს პარალიმპიელებზე გადაღებული საერთაშორისო დონის ფილმი, სადაც ასახულია არა მხოლოდ პარალიმპიელთა მოძრაობა და გამარჯვების ისტორიები, არამედ ზოგადად ის ისტორია, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ვითარდებოდა ბოლო წლებში საქართველოში. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც პარალიმპიურ სპორტში სასამართლოებში უფრო ხშირად დავდიოდით, ვიდრე საერთაშორისო ტურნირებზე. ეს საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვის. მაგრამ სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო ცვლილებები და დღეს საერთაშორისო დონეზე იცნობენ, ანგარიშს უწევენ ჩვენს პარასპორტსმენებს და ისინი არიან მსოფლიო პარალიმპიური ოჯახის ლიდერები. ფილმს მაღალი სპორტული მიღწევების ასახვასთან ერთად გააჩნია ის დანიშნულება, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ვფიქრობ, ამ ფილმის ნახვის შემდეგ თითოეული ჩვენგანის განწყობა უკეთესობისკენ ნამდვილად შეიცვლება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ… პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი” (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები

8 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნაზე: მხოლოდ ძალაუფლებისთვის მებრძოლი ოპოზიციის აღქმებშია, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობა დაქვეითება

11 სთ წინ1 წთ
ნანა კაკაბაძე: დღეს დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, რადგან მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დღეს დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, რადგან მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლის-დასუსტების და მისი წიაღისეულის და ნავთობის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენო ფონდის განადგურება, მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილის ლტოლვილებად ქცევა, ქვეყნის ნგრევა თავისი საბოლოო მძიმე შედეგებით, დემოკრატიის სახელით კეთდება და არა იმ რეალური მოტივით რაც უდევს საფუძვლად ამ ომის დაფინანსებას დასავლეთის მიერ

13 სთ წინ9 წთ