„როიტერი“ – საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ Reuters/Ipsos-ის  საზოგადოებრივ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შედეგების თანახმად, ამერიკელების მხოლოდ 39% ეთანხმება ტრამპის ქმედებებს იმიგრაციასთან დაკავშირებით, რაც იანვრის დასაწყისში 41%-ს შეადგენდა. ამასთან, გამოკითხულთა 53% არ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკას.

გამოკითხულთა დაახლოებით 58% მიიჩნევს, რომ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახური „ძალიან შორს“ მიდის თავისი რეპრესიებით, 12% კი თვლის, რომ ისინი საკმარისს არ აკეთებენ.

გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის საქმიანობის მოწონების საერთო რეიტინგი 38%-მდე დაეცა, რაც 12-13 იანვრის პერიოდში 41%-ს შეადგენდა.

როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვა ონლაინ რეჟიმში 1 139 ზრდასრულ ამერიკელს შორის ჩატარდა და ცდომილების ზღვარი დაახლოებით 3 პროცენტს შეადგენს.

უახლესი

მსგავსი სტატიები