— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

რომან გოცირიძე: ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!

რომან გოცირიძე: ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის…

ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა? მართლა გჯერათ, რომ გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ის ამბობს, რომ ამის თუ ვინმეს მართლა სჯერა, ეს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მცირე ჯგუფია.

„ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ?
მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა?
მართლა გჯერათ, რომ გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე გამოსაცდელი ვადით აყვანილი პირის წინაშე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიკებს და რადგან ლამაზი ყვავილები აქვს, უკრაინის დროშის ფერი თაიგული არ გამოდო ფეისბუკზე?
თუ ვინმეს მართლა სჯერა, ეს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მცირე ჯგუფია. ხელისუფლების შეცვლას გადაუწყვეტელი და ოცნებისთვის ზურგშექცეული ადამიანების მიმხრობა სჭირდება. “ოცნების” ხელისუფლების ამ გზით გაშავებას რაიმე შედეგი მოაქვს?
წალეკა ტელევიზიები და სოციალური სივრცე ოპოისტერიამ. ფასების ზრდა ყველას დაავიწყდა.
სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!“-წერს რომან გოცირიძე.