შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის, – ამის შესახებ “რუსთავის აზოტის” თანაშრომელი, ბაჩანა კაპანაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ, შვიდი პუნქტი დააკმაყოფილა, რომელთა შორისაა: ხელფასის მომატება, დასაქმებულთა მიმართ სასამართლო დავების შეწყვეტა, პროტესტის დროს ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება და პროფკავშირების შექმნა.
“შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის.
დაკმაყოფილებული პუნქტები:
შეიქმნა პროფკავშირი
მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით,” – წერს ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში.
ხელფასის მატება დარიცხული 200 ლარის ოდენობით.
5 წლის მანძილზე ყოველი წლის თებერვალში 125 ლარის მატება.
სასამართლო დავის შეწყვეტა დასაქმებულების მიმართ.
25% პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში.
პროტესტის დროს, ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება.
შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე.




