რუსთავის მერიაში ახალგაზრდული პროექტის „მართე შენი ქალაქი” კიდევ ერთი ეტაპი დაიხურა. პროექტი, სტუდენტების სტაჟირების გარდა, მათ დასაქმებასაც ისახავს მიზნად და მასში უკვე 400-ზე მეტმა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები სტაჟირების პერიოდში მუნიციპალიტეტის საქმიანობის ყველა სფეროს ეცნობიან. „მართე შენი ქალაქი” რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა და მისი დახმარებით, მერიის სხვადასხვა სამსახურში უკვე 60-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული.


