საერთაშორისო სასამართლოს იურიდიული წლის გახსნის ცერემონიაზე ანსამბლ „ფაზისის“ შესრულებით ქართული სიმღერა გაჟღერდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 2026 იურიდიული წლის გახსნის ცერემონიაზე პირველად აჟღერდა ქართული სიმღერა ფოლკლორული ანსამბლი ,,ფაზისის” შესრულებით.

27 იანვარს, 2026 იურიდიული წლის გახსნის ღონისძიებაზე, საქართველოს სახელით, სპეციალური მიწვევით წარსდგა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „ფაზისი“. შესრულდა 2 ხალხური სიმღერა : ოდოია და ცედური მრავალჟამიერი.

ქართული ანსამბლის სასამართლოში მიწვევის იდეის ინიცირებისა და მხარდაჭერისათვის, მადლობას ვუხდით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ქალბატონ ტომოკო აკანეს და ქართველ მოსამართლეს ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს.

უახლესი

მსგავსი სტატიები