თამარ ბაგრატიონი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.
ვიზიტის ფარგლებში დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება სამუშაო სესია, რომელსაც აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი გახსნის. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დისკუსიაც, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ციფრულ ეპოქაში ბავშვებს შესაძლებლობების გამოყენებასა და გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.




